ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

გაგზავნე თანხა ახლა, გადაიხადე მოგვიანებით

ინტელიექსპრესის ოვერდრაფტის სერვისით შეგიძლიათ გაგზავნოთ ფულადი გზავნილი საქართველოში იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ ან ოფისში მისვლას ვერ ახერხებთ. სერვისი გულისხმობს ფულადი გზავნილის განხორციელებას და გზავნილის თანხის მოგვიანებით გადახდას.

 

რა არის ინტელიექსპრესის ოვერდრაფტის სერვისი?

ინტელიექსპრესის ოვერდრაფტით სარგებლობისას მომხმარებელი ფულს გზავნის ჩვეულებრივი ფულადი გზავნილის მსგავსად, უბრალოდ, იგი ამ შემთხვევაში არ იყენებს საკუთარ ფულად სახსრებს, თანხას ინტელიექსპრესი რიცხავს სესხის სახით, თუმცა ამ სესხით მომხმარებელს პირველი 5 დღე უფასოდ შეუძლია სარგებლობა.

რით არის საინტერესო ეს სერვისი?

მოგეხსენებათ, ხშირად ხდება, რომ მომხმარებელს ეჩქარება თანხის გაგზავნა, მაგრამ იმ მომენტისთვის საკმარისი ფული არ აქვს ან ვერ ახერხებს ოფისში მისვლას – სწორედ ასეთ დროს ეხმარება მას ჩვენი სერვისი. ოვერდრაფტის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში თანხის გაგზავნა ოფისში მისვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი. საკმარისია მხოლოდ დარეკვა და ოპერატორთან გასაუბრება. რაც შეეხება აღებული თანხის გადახდის პირობებს: გადახდის სისტემა მოქნილი და მარტივია.

რას გულისხმობს 5 დღე უფასოდ ოვერდრაფტის გზავნილით სარგებლობა?

კრედიტ-გზავნილის განხორციელების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია უპროცენტოდ ისარგებლოს სერვისით. თუ თანხას 5 დღეში დააბრუნებთ, რამდენიც გაგზავნა ინტელიექსპრესმა თქვენ მაგივრად, ზუსტად იმდენის შეტანა მოგიწევთ. მხოლოდ 5-დღიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ დაერიცხება თანხას პროცენტი.

როგორია სესხის დაფარვის სქემა და საპროცენტო განაკვეთები?

თანხის დაფარვა აუცილებელია თვის ბოლოს. პროცენტი გამოითვლება დღეების მიხედვით, ამიტომ თანხის ერთ თვეზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ნაკლები პროცენტის გადახდა მოგიწევთ. ჯამში, გადახდის ვადა არის თანხის გაგზავნიდან ერთი თვე და ფარავთ ინტელიექსპრესის მიერ გაგზავნილ თანხას და პროცენტს. დაგვიანების შემთხვევაში მოქმედებს ინტელიექსპრესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ყოველ გადაცილებულ დღეზე თანხის 0.27%.

მაგალითად, როდესაც მომხმარებელი 100-ლარიან კრედიტ-გზავნილს ასრულებს. გაგზავნის დღიდან 5 დღის განმავლობაში მას მოუწევს ზუსტად 100 ლარის დაბრუნება. თუ 5 დღის განმავლობაში არ მოხდა თანხის დაბრუნება, მე-6 დღიდან მსესხებელს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი და თვის ბოლოს სესხის პროცენტისა და მომსახურების საკომისიოს ჩათვლით ჯამურად 105 ლარის გადახდა მოუწევს.

როგორ ვისარგებლოთ ინტელიექსპრესის ოვერდრაფტის სერვისით?

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • მომხმარებელი ინტელიექსპრესის საშუალებით მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გზავნიდეს თანხას ან წარმოადგინოს რომელიმე სხვა სისტემის ფულადი გზავნილების დამადასტურებელი საბუთი ბოლო 6 თვის განმავლობაში გზავნილების ისტორიით.
  • მომხმარებელმა შეავსოს ოვერდრაფტის განაცხადი ინტერნეტის საშუალებით შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2Pq2WHt ან ჩვენს ოფისებში.
  • ზოგიერთ შემთხვევაში ინტელ ექსპრესმა შესაძლოა მოითხოვოს გარანტორის (თავდების) მონაცემების მითითება, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ მომხმარებელს, მისი გზავნილების ისტორიის გათვალისწინებით, დაუმტკიცდება საკრედიტო ლიმიტი.

შემდგომში უკვე მრავალჯერადად შეეძლებათ ისარგებლოს კრედიტ-გზავნილის სერვისით. საჭიროების შემთხვევაში კი გაგზავნოს თანხა ოვერდრაფტით ოფისში მიუსვლელად.

რომელ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სერვისით სარგებლობა?

განაცხადის შევსება შესაძლებელია საბერძნეთსა და იტალიაში მყოფ ყველა მომხმარებელს ინტერნეტის საშუალებით, ხელშეკრულების გაფორმება და შემდეგ უკვე სერვისით სარგებლობა კი შეუძლიათ აღნიშნულ ქვეყნებში არსებულ, ინტელიექსპრესის ნებისმიერ ოფისში მისვლით.

რა საბუთები დასჭირდება მომხმარებელს, რომ კრედიტგზავნილის სერვისით ისარგებლოს?

ინტელექსპრესი აღნიშნულ სერვისს სთავაზობს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად, საბერძნეთის ან იტალიის ოფიციალური საიდენტიფიკაციო საბუთების საფუძველზე მომსახურება ვერ მოხდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

იტალია: +39 0809995576

საბერძნეთი: +30 6992497900, +30 2111988999

საქართველო: +995 32 2492525

WhatsApp: +995 32 2492525

www.inteliexpress.com

(R)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close