მსოფლიოსაზოგადოება

არქტიკის დნობის გამო რუსეთი ყოველწლიურად 2,3 მილიარდ დოლარს კარგავს

რუსეთის აღმოსავლეთის განვითარების მინისტრის მოადგილის, ალექსანდ კრუტიკოვის ცნობით, არქტიკაში კლიმატის ცვლილებები რუსეთის ეკონომიკაზე საზიანოდ მოქმედებს. კრუტიკოვის შეფასებით, ყოველწლიური ზარალი 150 მილიარდი რუბლის ფარგლებში მერყეობს.

ამ თემაზე კრუტიკოვი Bloomberg-ს ესაუბრა. მისი თქმით, დროთა განმავლობაში ეს ზარალი მხოლოდ გაიზრდება. რუსი ჩინოვნიკი ამბობს, რომ ნიადაგის ლღობა არქტიკაში მიმდინარე თუ უკვე დასრულებული პროექტებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

სექტემბრში საკითხზე მომზადებული მთავრობათშორისი დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში კონკრეტულად არის დათვლილი, თუ რა ზარალი მიადგება რუსეთის ეკონომიკას მომავალ წლებში, მუდმივი გამყინვარების ზონაში მიმდინარე ცვლილებების შედეგად.

დასკვნის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც, თუ კი ტემპერატურის მატება მომავალ წლებში 2 გრადუსზე მეტი არ იქნება, 2100 წლისთვის მუდმივი მყინვარების 25% დადნება, ხოლო თუ ტემპერატურის მატება მიმდინარე ტემპით გაგრძელდება, დასკვნის ავტორები 70%-იან დნობას ვარაუდობენ.

წინა თვეებში გამოქვეყნდა სხვადასხვა ორგანიზაციის დასკვნები, რომლებიც კლიმატის ცვლილების ეკონომიკურ შედეგებს ეხებოდა. ექსპერტების შეფასებით, შესაძლო ზარალი 24 ტრილიონი დოლარიდან 69 ტრილიონ დოლარამადე მერყეობს.

საფრთხეებზე, რომლებიც კლიმატის ცვლილებას ახლავს, ადრეც საუბრობდნენ. ბოლო წლებში არქტიკის ფუნდამენტის შესაძლებლობები 20%-ით შემცირდა, რაც რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსტიტეტის პროფესორის, დიმიტრი სტრელეცკის ინფორმაციით, 2050 წლისთვის ზარალი რუსეთის მშპ-ის 7,5% იქნება, რაც ნომინალურად 84 მილიარდი დოლარია.

წყარო: tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close