ამერიკელმა ქალმა დაკარგული 15 წლის შვილი პორნოგრაფიულ საიტზე იპოვა
ფლორიდის შტატის ქალაქ სანრაიზის მკვიდრმა დაკარგული შვილი პორნოგრაფიულ ვებგვერდ PORNHUB-ზე იპოვა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა THE SUN SENTIEL-ი წერს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველები 15 წლის გოგოს დაახლოებით ერთი წელი ეძებდნენ.
არასრულწლოვანის დედის თქმით, მან შვილის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში აღმოაჩინა. პოლიციამ შეისწავლა 60-მდე ვიდეორგოლი, რომლებიც სხვადასხვა საიტზე იყო განთავსებული და გაარკვია, რომ ზოგიერთ ვიდეოში 15 წლის გოგო მელოტ მამაკაცთან ერთად იყო, რომელშიც პოლიციამ ამოიცნო ერთ-ერთი იმ ორი მამაკაციდან, რომელთამნ ერტადაც გოგონა 7-11-ის მაღაზიის გამყიდველმა მიმდინარე წლის თებერვალში ნახა ქალაქ დავიში (ფლორიდა).
პოლიციელებმა მაღაზიის გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლეს და კაცის ვინაობა დაადგინეს. ვიდეოში ჩანს, როგორ იფარავს სახეს გოგო, რომ არ იცნონ. პოლიციამ 30 წლის კრისტოფერ ჯონსონის სახლზე თვალთვალი დაიწყო და რამდენიმე დღის შემდეგ ის დაკარგულ გოგოსთან ერთად დააკავა.
მოზარდის თქმით, პორნოგრაფიული ვიდეორგოლები მისი მონაწილეობით ჯონსონის სახლში იყო გადაღებული. ჯონსონი მას კამერის წინ სექსით დაკავებას აიძულებდა, თუმცა თავად მამაკაცი ამ ბრალდებას უარყოფს. არასრულწლოვნის თქმით, ერთ-ერთი ვიდეოს გადაღების შემდეგ ის დაორსულდა, კრისტოფერ ჯონსონმა კი ის საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც 15 წლის გოგოს აბორტი გაუკეთეს. პოლიციამ ჩხრეკისას აღმოაჩინა საავადმყოფოდან აბორტთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტებიც.
დანაშაულის სახის და გოგოს ასაკის გათვალისწინებით, პოლიცია მის ვინაობას არ ამხელს. ჯონსონი დაკავებულია და ციხეში იმყოფება. მას ბრალად ედება მძიმე დანაშაული, რომელიც 12-იდან 16 წლამდე ასაკის პირთან გარყვნილ ქმედებას უკავშირდება.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები