ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე სამჯერ გაიზარდა

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე ბოლო 10 წელიწადში სამჯერ გაიზარდა, ამის შესახებ EURONRWS-ი წერს.

ქვეყანაში რთულ ეკონომიკურ პირობებში ბავშვების 12,5% ცხოვრობს. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3,7%-ს შეადგენდა.

იტალიის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 8,4%-ია.

„დღეს იტალიაში 1,2 მილიონი ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. სიღარიბე ფიქსირდება ქვეყნის ყველა რეგიონში. განსაკუთრებით სირთულეებია სამხრეთ იტალიაში“, – ამბობს ანაპალოა სპეკიო, რომელიც იტალიაში ორგანიზაცია Save the Children-ის წარმომადგენელია.

ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ იტალიაში შვიდიდან ერთი არასრულწლოვანი სკოლაში არ დადის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close