მიგრაციამსოფლიოკრიმინალი

ლონდონის მახლობლად სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი მიგრანტის ეროვნება ცნობილია

ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეის ინდუსტრიულ ზონაში, სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი მიგრანტი ეროვნებით ჩინელია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ლონდონის მახლობლად სატვირთო მანქანა Scania-ში, რომელიც სამაცივრე დანადგარითაა აღჭურვილი, ცხედრები აღმოაჩინეს. მედიის ინფორმაციით, დანადგარი ჩართული იყო და კონტეინერის შიგნით ტემპერატურას შესაძლოა -250C-მდე მიეღწია. ცხედრები 23 ოქტომბერს აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ჯერჯერობით ერთი ადამიანი – 25 წლის მძღოლი მო რობინსონი ჩრდილოეთ ირლანდიიდან. ჩრდილოეთ ირლანდიაში ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ ორ საცხოვრებელ სახლში პოლიციელებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

23 ოქტომბერს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონტეინერი ბულგარეთის სანაპირო ქალაქ ვარნაში იყო დარეგისტრირებული 2017 წელს, თუმცა მას შემდეგ ბულგარეთის ტერიტორიაზე აღარ გამოჩენილა.

მო რობინსონი

ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, მანქანა დიდ ბრიტანეთში 19 ოქტომბერს ჩავიდა ბელგიური პორტიდან – ზებრიუგედან. 39 გარდაცვლილს შორის 31 მამაკაცია, 8 – ქალი. წინასწარი ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილი გოგონა არასრულწლოვანია. 25 წლის მძღოლის დაკითხვა გრძელდება.

ინტერპოლმა მზადყოფნა გამოთქვა, ბრიტანეთს საქმის გამოძიებაში დაეხმაროს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close