კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი

კიდევ ერთი მიტოვებული ახალშობილი თესალონიკში (ვიდეო)

თესალონიკში დღეს კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ფაქტი მოხდა – დედამ ახალშობილი შვილი მრავალსართულიანი სახლის სადარბაზოსთან დატოვა, ხარილაუს რაიონში.

პაწაწინა გოგონა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა და მაშინვე დარეკა პოლიციაში და სასწრაფო დახმარების სამსახურში. ადგილზე მოსულმა ექიმების ბრიგადამ გოგონას უხეშად გადაჭრილ ჭიპლარზე სპეციალური მომჭერი მოუჭირა და ჰიპოკრატეს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც იგი ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც newsit.gr იუწყება, ბავშვი დაახლოებით 12:00 საათზე დაიბადა – ექიმებმა ჭიპლარის მდგომარეობით დაადგინეს, რომ ჩვილი პოვნის მომენტში 2,5 საათის გაჩენილი იყო, იგი 2,5 კგ-ს იწონის. სავარაუდოდ, მშობიარემ ის სახლში გააჩინა. გოგონა ჯანმრთელია და კარგად არის.

პოლიციამ უკვე დაადგინა ჩვილის დედის ვინაობა და დააპატიმრა. 24 წლის ქალი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

წყარო: nooz.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close