მოგზაურობამსოფლიოპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი – ბარსელონა-თბილისის გაუქმებული რეისის არცერთი მგზავრი უყურადღებოდ არ დარჩება

ბარსელონა-თბილისის გაუქმებული რეისის არც ერთი მგზავრი არ დარჩება უყურადღებოდ, – განაცხადა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.

მისი განმარტებით, ბარსელონაში არსებული ვითარების გამო, ავიაკომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბარსელონიდან რეისი არ შესრულებულიყო.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ფუნქციონირების ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი მგზავრების უსაფრთხოებაა. თუ არის 0.1% შანსი საშიშროება მგზავრთა უსაფრთხო ფრენის, ჩვენ რეისს არ ვახორციელებთ. გასული ერთი კვირის განმავლობაში ბარსელონაში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები – საპროტესტო აქციები და არეულობა, ოფისების დარბევა. საერთო ჯამში, ამ არეულობის გამო გადაიდო ასზე მეტი რეისი და ჩვენც გუშინ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ არის საშიშროება, აეროპორტს დაემუქრნენ, რომ აიღებდნენ და შევიდოდნენ. ასევე იყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა დრონები გაეშვათ სეპარატისტებს და ამ დრონების მეშვეობით დაებლოკათ სხვადასხვა რეისების ჩაფრენა. ჩვენი მენეჯმენტის მიერ აწონილ იქნა რისკის ყველა ეს ფაქტორი და გადაწყდა, რომ ჯობია ფინანსური ზარალი მიგვეღო, ვიდრე 0.1% იყოს უსაფრთხოების. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რეისი არ განხორციელებულიყო“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეების ნაწილმა მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტი აირჩია – ზოგი კიევის გავლით გამოფრინდა თბილისში, ზოგი – ვენის, ზოგი – სტამბოლის. „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მგზავრებს ხარჯები აუნაზღაურდებათ.

„40 მგზავრიდან 2 საათის წინ დარჩა სადღაც 5 მგზავრი რომელთანაც მიმდინარეობდა მუშაობა, ზოგმა მგზავრმა გადაწყვიტა დარჩენილიყო ბარსელონაში და ჩვენი შემდგომ რეისით, 23 ოქტომბერს ჩამოვლენ. ის მგზავრები, რომელთაც დღეს ჩამოსვლა გადაწყვიტეს მათი ხარჯებიც იქნება ანაზღაურებული. არცერთი მგზავრი არ დარჩება უყურადღებოდ“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close