ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ში 1928 წელს აშენებული ხიდი ააფეთქეს (ვიდეო)

აშშ-ში, მისურის შტატში ააფეთქეს ხიდი CHAMP CLARK-ი, რომელიც მისურისა და ილინოისის შტატებს აკავშირებდა ერთმანეთთან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა WGEM NEWS-ი ავრცელებს.

მდინარე მისისიპიზე 1928 წელს აშენებული ხიდი 18 ოქტომბერს ააფეთქეს, რის შემდეგაც 48 საათის განმავლობაში სპეციალისტებს წყლიდან ლითონის კონსტრუქციები უნდა ამოეღოთ.

2019 წლის აგვისტოში მოძრაობა გაიხსნა ამავე სახელწოდების ახალ ხიდზე, ვინაიდან 90 წლის წინ აშენებული ხიდის გამტარიანობა მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. აფეთქებული ხიდის სიგრძე 697 მეტრი, სიგანე კი 6 მეტრი იყო.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close