EEA-ს ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ ჰაერის დაბინძურების შედეგად ევროპაში 400 ათასი ადამიანი დაიღუპა

2016 წლის შემდეგ ჰაერის დაბინძურების შედეგად ევროპაში 400 ათასი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო/EEA ავრცელებს.

დასკვნის ავტორი, ჰაერის ხარისხის ექსპერტი ალბერტო გონსალესი აცხადებს, რომ ჰაერში ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწილაკების დონე იკლებს, ამის მიუხედავად, მდგომარეობა მაინც ძალიან მძიმეა. მისი თქმით, ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.

ევროკავშირის კანონმდებლობა ყველა წევრ სახელმწიფოს ავალდებულებს, შეაფასონ საკუთარ ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების დონე, შემდეგ კი, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამის ზომებს მიმართონ.

1tv.ge

კომენტარები