15 მაღაროელი დაიღუპა რუსეთში ოქროს საბადოზე ჯებირის გარღვევის შედეგად

სულ მცირე, 15 მაღაროელი დაიღუპა რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში, ოქროს საბადოზე ჯებირის გარღვევის შედეგად, – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო ვითარებათა უწყება იტყობინება.

ძლიერმა წვიმებმა ჯებირის კოროზია გამოიწვია და ის წყალმა გაარღვია. წყლის ნაკადმა, ოთხმეტრიანმა ტალღამ, წაიღო ვაგონები, სადაც მაღაროელები ცხოვრობდნენ. ინციდენტი მოხდა სოფელ შჩეტინკინოსთან, რომელიც ტაიგაში მდებარეობს, ახლომდებარე ქალაქიდან 60 კილომეტრის დაშორებით.

რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თქმით, 14 მაღაროელი საავადმყოფოში მოათავსეს. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა ოქროს საბადოზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო.

RIA-ს ცნობით, ჰიდროტექნიკური ობიექტი – ჯებირი თვითნაშენი იყო და არ იყო რეგისტრირებული. AFP-ის თანახმად, საბადო ეკუთვნის „სიბზოლოტოს“, რომელსაც ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

radiotavisupleba.ge

კომენტარები