რომში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხეს შეეჯახა, არიან დაშავებულები

რომში ოთხშაბათს დილით მგზავრებით სავსე საქალაქო ავტობუსი ხეს შეეჯახა. ამის შესახებ ILMESSAGGERO წერს.

შემთხვევა დაახლოებით 10-ის წუთებზე მოხდა ვია კასიაზე, ვია ორიოლოს გადაკვეთასთან. დაშავებულია, სულ ცოტა, 40 მგზავრი, 29 – საავადმყოფოში გადაიყვანეს, 9 მგზავრს სერიოზული ტრავმები აღენიშნება, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ მძღოლის სმარტფონი ამოიღო იმის გასარკვევად, საუბრობდა ტელეფონზე ან წერდა თუ არა იგი შეტყობინებას ავარიის მომენტში. თავად მძღოლი, შოკურ მდგომარეობაში, სანტო სპირიტოს საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას, აგრეთვე, ჩაუტარდება ტესტი ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარებაზე.

სატრანსპორტო საშუალება კონფისკებულია.

კომენტარები