ეკონომიკაპოლიტიკასაქართველო

რა ბედი ელის ანაკლიის პორტს? – მთავრობის პოზიცია (ვიდეო)

15 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და კონსორციუმის ორმა უცხოელმა წევრმა ბრიფინგი გამართეს. ლევან ახვლედიანის თქმით, იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, რამდენიმე მიმართულებით მისი საბოტაჟი განახორციელა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლა შეუძლია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არ თუ ვერ შეასრულა შუალედური ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 16 ოქტომბერს განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს ბოლო შანსი უნდა იყოს, კონსორციუმს კი ვალდებულებების შესასრულებლად დრო მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს.

რას აპირებდა მთავრობა, თუკი „ანაკლიის კონსორციუმი“ ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს – ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ მოუსმინოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის:

მაია ცქიტიშვილი სტუმრად გადაცემაში "პირისპირ"

▪მაია ცქიტიშვილი: ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და მივცემთ კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი…▪„ამ პროექტს მთავრობისგან მხარდაჭერის გარდა არაფერი არ ჰქონია, რასაც უამრავი გადავადება მოწმობს“▪„დღესაც მოვუწოდე კონსორციუმს, გაესაჯაროებინათ წერილი“▪„ეს არის ნათელი მაგალითი თვალთმაქცობის, რაც ბოლო პერიოდია ახასიათებთ კონსორციუმის წარმომადგენლებს“

Gepostet von იმედი პოლიტიკა • Imedi Politics am Dienstag, 15. Oktober 2019

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“  დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ასევე, ცოტა ხნის წინ ანაკლიის პროექტი მსხვილმა ინვესტორმა – ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ დატოვა. ამ ეტაპზე კონსორციუმი ინვესტორებთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close