ოჯახური ტრაგედია საბერძნეთში: ცოლმა ქმარი წარმოუდგენელი სისასტიკით მოკლა

დაპატიმრებულია 68 წლის ქალი, რომელსაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე საკუთარი 73 წლის ქმრის სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი. ამის თაობაზე ბერძნული მედია წერს.

შემთხვევა კვირას, 13 ოქტომბერს მოხდა. ასაკოვანმა ქალმა ქმარს ჯერ მდუღარე წყალი გადაასხა და შემდეგ ცომის ხის საბრტყელებლის თავში მრავალჯერ დარტყმის შედეგად უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. ინციდენტი დასახლება სკალა მესინიასში (Σκάλα Μεσσηνίας; პელოპონესი, კალამატის ჩრდილოეთით) მოხდა.

73 წლის კაცი ორშაბათს, დილაადრიან კალამატის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, ცოლი მთელი ცხოვრების მანძილზე ითმენდა ქმრისგან ძალადობას და დადგა კრიტიკული მომენტი, როდესაც მან „ამის ატანა ვეღარ შეძლო“.

როგორც მედია წერს, 68 წლის ქალი ვერ იხსენებს, რა მოხდა, რადგან, მისი თქმით, „საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა“.

მიმდინარეობს გამოძიება. სასამართლო დაადგენს, რა მოხდა სინამდვილეში და განაჩენს გამოიტანს.

კომენტარები