საგადასახადო რეფორმის პროექტის თანახმად, რომელიც იტალიის მთავრობამ დაამტკიცა, მკაცრდება კანონმდებლობა გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევაში, ამის თაობაზე ILGIORNALE.IT წერს.
გადასახადის განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადახდისგან თავის არიდების შემთხვევაში კანონის დამრღვევს 8 წლამდე ციხე ემუქრება (ამ ნაწილში კანონის დებულება: „1 წლიდან და 6 თვიდან – 6 წლამდე“ შეიცვალა „1 წლიდან და 6 თვიდან – 8 წლამდე“).
ცნობისათვის: ექსპერტების მონაცემებით, იტალიას ევროკავშირში პირველი ადგილი უჭირავს დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების მაჩვენებლით. მათივე თქმით, იტალიაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა 200 მილიარდ ევროს აღწევს.
კომენტარები