გადასახადებისგან თავის არიდებისთვის იტალიაში პატიმრობა 8 წლამდე იზრდება

საგადასახადო რეფორმის პროექტის თანახმად, რომელიც იტალიის მთავრობამ დაამტკიცა, მკაცრდება კანონმდებლობა გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევაში, ამის თაობაზე ILGIORNALE.IT წერს.

გადასახადის განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადახდისგან თავის არიდების შემთხვევაში კანონის დამრღვევს 8 წლამდე ციხე ემუქრება (ამ ნაწილში კანონის დებულება: „1 წლიდან და 6 თვიდან – 6 წლამდე“ შეიცვალა „1 წლიდან და 6 თვიდან –  8 წლამდე“).

ცნობისათვის: ექსპერტების მონაცემებით, იტალიას ევროკავშირში პირველი ადგილი უჭირავს დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების მაჩვენებლით. მათივე თქმით, იტალიაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა 200 მილიარდ ევროს აღწევს.

კომენტარები