სპორტი

პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში – ქალი მსოფლიო ჩემპიონი! (ვიდეო)

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, რომელიც მარაკეშში (მაროკო) მიმდინარეობს, დღეს პირველი ჩემპიონი გვყავს – ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ფინალში იაპონელ კანაკო ჰაკამატას ულამაზესი ილეთით სძლია და სუფთა გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენი ტურნირზე საკუთარ წონაში პირველ ნომრად იყო განთესილი. ეთერ ლიპარტელიანმა სექტემბერში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო ახალგაზრდებს შორის და დღეს თავისი წარმატებები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით გაამდიდრა!

„ლიპარტელიანი ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული და ტექნიკურადაც მდიდარი არსენალი აქვს. ამასთან, კარგად გრძნობს ილეთს, გამძლეობა და სუნთქვაც კარგი აქვს და ბევრი ვაჟისთვის შესაშური შემტევი ხასიათიც ახასიათებს. მისი კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება ისაა, რომ წარმატება ახალ სტიმულს აძლევს და მეტი მონდომებით ვარჯიშობს, არ ახასიათებს „ვარსკვლავური ავადმყოფობა“ და „ქართული სენი“. ერთი სიტყვით, მას ყველა მონაცემი აქვს და ძალიან დიდი შანსია, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვოს“, – წერს ირაკლი თავაძე lelo.ge-ზე.

ეთერ ლიპარტელიანის ეს გამარჯვება ქართული ძიუდოს ისტორიაში საეტაპოა – ეთერი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა – ჯერჯერობით ახალგაზრდებს შორის, თუმცა მომავალი წინ არის და იმედი გვაქვს, იგი უფროს ასაკში მსოფლიო ჩემპიონობითაც და ოლიმპიური ოქროთიც გაახარებს ქართველ გულშემატკივარს.

ნახეთ, როგორ დაამარცხა ეთო ლიპარტელიანმა იაპონელი მეტოქე ფინალში იპონით. 

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close