მედიცინამსოფლიოიტალიასაზოგადოება

უნიკალური ოპერაცია: იტალიაში ექიმებმა პაციენტს 4 ორგანო ერთდროულად გადაუნერგეს

იტალიელმა ექიმებმა ევროპისთვის უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს და პაციენტს 4 ორგანო ერთდროულად გადაუნერგეს. ამის თაობაზე სააგენტო ANSA იტყობინება.

გენეტიკური დაავადებით, მუკოვისციდოზით დაავადებული 47 წლის მამაკაცი ტურინის Molinette-ს საავადმყოფოში (სადაც ოპერაცია ჩატარდა) ბარიდან სახელმწიფო რეისით გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ეს დაავადება, პირველ რიგში, სასუნთქ ორგანოებს აზიანებს.

ოპერაცია იტალიელი მედიკოსების მონაწილეობით 15 საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში სპეციალისტებმა პაციენტს ორივე ფილტვი გადაუნერგეს, თუმცა ოპერაციის პროცესში აღმოაჩინეს, რომ თირკმლის უკმარისობა განვითარდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, კუჭქვეშა ჯირკვალი და ღვიძლიც გადაენერგათ. ოპერაციას აწარმოებდა ექიმების ორი ბრიგადა, ხოლო დონორი გახდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქალა-ტვინის ტრავმის გამო გარდაიცვალა პიემონტში.

ამ დროისთვის ყველა გადანერგილი ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს და პაციენტს ინტენსიური განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close