მსოფლიოსაზოგადოება

იაპონიას ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება, არიან დაღუპულები

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაკარგულად ითვლება და 70-ზე მეტი დაშავდა ტოკიოში, ტაიფუნ „ჰაგიბისის“ მოახლოების გამო. ტაიფუნმა ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა გამოიწვია. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, საფრთხის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან შესაძლოა ექვს მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდეს.

ქვეყანაში 800 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დახურულია მაღაზიები და ფაბრიკები, არ მოძრაობს მატარებლები, ტოკიოს მეტროს ჩათვლით, გაუქმებულია ავიარეისები. იაპონიის ორმა მთავარმა აეროპორტმა მუშაობა მთლიანად შეწყვიტა.

მეტეოროლოგები მოახლოებულ ტაიფუნს ადარებენ ტაიფუნ „იდას“, რომელიც იაპონიას 1958 წელს დაატყდა თავს და ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი ტაიფუნის გამო გადაიდო იაპონია 2019-ის ფარგლებში 12 ოქტომბერს გასამართი ორი შეხვედრა რაგბიში – B ჯგუფის დაპირისპირება ახალ ზელანდიასა და იტალიას შორის და C ჯგუფის მატჩი საფრანგეთსა და ინგლისს შორის სწორედ. მატჩების გადადების მიზეზად სპორტსმენთა და გულშემატკივართა უსაფრთხოება დასახელდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close