fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

გარდაიცვალა კაცი, რომელიც ღია კოსმოსში პირველი გავიდა

85 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა მფრინავი-კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი, პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გავიდა. ცნობა ლეონოვის გარდაცვალების შესახებ რუსულმა სააგენტო ТАСС-მა გაავრცელა, მის ასისტენტზე დაყრდნობით.

მე-11 საბჭოთა კოსმონავტი ლეონოვი იყო პირველი ადამიანი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა 1965 წელს, კოსმოსურ ხომალდ „ვოსხოდის“ გაფრენისას. 1975 წელს იგი მონაწილეობდა საბჭოთა და ამერიკელი კოსმონავტების ერთობლივ პროექტში, „სოიუზ-აპოლონის“ გაფრენაში. იყო საბჭოთა კავშირის გმირის ორდენის ორგზის ლაურეატი.
ლეონოვი იყო მხატვარი, ავტორი ნამუშევრებისა კოსმოსის თემაზე.

ალექსეი ლეონოვი იყო „ალფა-ბანკის“ დირექტორთა საბჭოს პირველი მოადგილის მრჩეველი, შედიოდა საინვესტიციო ფონდ Baring Vostok-ის საკონსულტაციო საბჭოში. ამ ფონდის დირექტორი, მაიკლ კალვი, რუსეთში პასუხისგებაშია მიცემული.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close