იტალიასაზოგადოება
იტალიაში დაბადების მოწმობა არ მისცეს ბავშვს, რომელსაც „ორი დედა“ ჰყავს
იტალიის ქალაქ პიზის ადმინისტრაციამ დაბადების მოწმობა არ მისცა ბავშვს, რომელსაც ორი დედა ჰყავს, – ინფორმაცია 7 ოქტომბერს იტალიურმა ინტერნეტ გამოცემა IL SOLE 24 ORE-მ გაავრცელა.
საუბარია ორ ქალზე, რომელთაგან ერთი იტალიის მოქალაქეა, მეორე კი – ამერიკის შეერთებული შტატების. მათ თავიანთი ქორწინება აშშ-ში დაარეგისტრირეს, შემდეგ ერთ-ერთმა ქალმა დანიაში ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა ჩაიტარა, ბავშვი კი იტალიაში გააჩინა, – აღნიშნავს გამოცემა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა დოკუმენტებში მშობლებად ორი ქალის მითითებაზე და ისინი პიზის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები