კრიმინალიმსოფლიოსაზოგადოებასპორტი

FBI აშშ-ის ცურვის ფედერაციაში სექსსკანდალს იძიებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ცურვის ფედერაციის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა THE WALL STREET JOURNAL-ი წერს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მწვრთნელი სპორტსმენებს სექსუალური კონტაქტის დამყარებას აიძულებდა, ამის სანაცვლოდ კი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრას ჰპირდებოდნენ. FBI ამ ინფორმაციას ამოწმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოცურავეებმა საჩივრებით ფედერაციას მიმართეს, მმართველმა ორგანომ კი მათი განცხადებები რეაგირების გარეშე დატოვა. თავის მხრივ, ფედერაციაში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც სპორტსმენების უფლებების დაცვაზეა მიმართული.

2018 წელს სექსსკანდალში აშშ-ის ტანვარჯიშის ფედერაცია გაეხვა. ეროვნული ნაკრების ყოფილი ექიმი ლარი ნასარი სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს. მას ბრალი 140-ზე მეტმა ტანმოვარჯიშემ დასდო, რომელთა უმრავლესობაც არასრულწლოვანი იყო. ლარი ნასარს 175-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close