საზოგადოებასაბერძნეთი

ძლიერი წვიმა და სეტყვა საბერძნეთში (ვიდეო)

პარასკევს, 4 ოქტომბერს, დილიდან იონიური კუნძულებიდან დაწყებული, საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში, მთელ ტერიტორიაზე უამრავ ადგილას ჭექა-ქუხილი, სეტყვა და ძლიერი წვიმა იყო.

დღის მეორე ნახევარში კი სტიქია ცენტრალურ საბერძნეთს და ათენს დაატყდა თავს. დაახლოებით დღის 3-ის ნახევარზე ათენის თავზე თითქოს ცა გაირღვა: ამინდი მკვეთრად შეიცვალა, ჩამობნელდა და ძლიერი წვიმა წამოვიდა, მსხვილი სეტყვის თანხლებით. სეტყვას მართლაც გამაყრუებელი ხმა ჰქონდა.

ატიკის ზოგიერთ რაიონში კაკლისხელა სეტყვა მოვიდა, რაც აქ იშვიათი მოვლენაა. ძლიერი წვიმა სეტყვითურთ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და უცებ შეწყდა.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მეტეოსამსახურის ცნობით, ცუდი ამინდი ნელ-ნელა გადაინაცვლებს აღმოსავლეთით და მთელ საბერძნეთს მოიცავს, კუნძულ კრეტის გამოკლებით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close