რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

ირემმა, რომელიც ტანსაცმლის მაღაზიაში შეეხეტა, დიდი აურზაური გამოიწვია (ვიდეო)

კარგა მოზრდილი ირემი ერთ-ერთ სავაჭრო ქუჩაზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზიაში შეეხეტა, საკურორტო ქალაქ კორტინა დ’ამპეცოში (ბელუნოს პოროვინცია, ვენეტოს რეგიონი). ამის შესახებ ინფორმაციას IL GAZZETTINO ავრცელებს.

ირემი მაღაზიაში ადგილობრივი დროით დილის 09:50 საათზე გამოჩნდა და იქ რამდენიმე საათის განმავლობაში დახეტიალობდა – გამყიდველებმა თავად ვერ შეძლეს მისი გაყვანა და პოლიციას მიმართეს.

პოლიციელებმა სიტუაცია შეაფასეს და, თავის მხრივ, ვეტერინარებს სთხოვეს დახმარება. ვეტერინარებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირემი დაეძინებინათ და ტყეში გაეშვათ.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. სპეციალისტებმა შეძლეს ირმისთვის, რომელიც რამდენიმე ცენტნერს იწონიდა, ინიექციით საძილე საშუალების შეყვანა და დაძინებული ცხოველი ქალაქიდან ტყეში გაიყვანეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close