მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

LE MONDE: გრეტა ტუნბერგზე თავდასხმები აჩვენებს, რომ ხალხს არ ესმის, რა არის აუტიზმი

„გრეტა ტუნბერგის მიმართ კრიტიკული შენიშვნები აუტიზმის არასწორი გაგების პრობლემაზე მიუთითებს“, – აცხადებს AUTISME FRANCE-ის პრეზიდენტი დანიელ ლანგლოისი ფრანგულ გამოცემა LE MONDE-თან ინტერვიუში.

„ახალგაზრდა ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი მუდმივი თავდასხმის სამიზნეა. მისი პოლიტიკური შეხედულებების, გარეგნობის, სქესის და ახალგაზრდა ასაკის გარდა, ის თავდასხმის სამიზნე დაავადებების გამოც გახდა. გრეტა ტუნბერგს ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი აქვს, აუტისტური აშლილობის მსუბუქი ფორმა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, სოციალურ ინტერაქციას ართულებს“, – ამბობს დანიელ ლანგლოისი.

„მისი ზოგიერთი ცილისმწამებელი, მაგალითად, უროლოგი და ესეისტი ლორან ალეკსანდრი, მას [ტუნბერგს] „ბავშვ-ნათელმხილველს“ უწოდებს, რომელიც „ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა“. სხვები კი მას ადანაშაულებენ იმაში, რომ ცივი და უემოციოა“, – წერია სტატიაში.

დანიელ ლანგლოისის განცხადებით, ასეთი კრიტიკა ახალი არ არის. „აუტისტ ადამიანებს უკვე დიდი ხანია ადანაშაულებენ ემოციების არქონაში… სულ ცოტა ხნის წინ ფილოსოფოსმა მიშელ ონფრეიმ ტუნბერგსკიბორგი“ უწოდა. აუტისტი პირების ადამიანურობის არაღიარება უღირსი საქციელია“, – ამბობს ლანგლოისი.

ექსპერტის განცხადებით, გრეტა ტუნბერგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანად არ უნდა აღვიქვათ. „ის არ იტანჯება ფსიქიკური ან ფსიქიატრიული დაავადებებისგან. მას, როგორც ნებისმიერი სხვა მოზარდ გოგონას, ფუნქციური მახასიათებლები აქვს. მის სოციალურ ქცევაში არაფერი შოკისმომგვრელი და უსიამოვნო არ არის“, – ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ ტუნბერგი მართალია ცოტა მკაცრად იქცევა, მაგრამ მას გონებრივი განვითარების არანაირი დარღვევა არ აქვს.

2018 წელს შვედმა სკოლის მოსწავლემ გრეტა ტუნბერგმა სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო. მან განაცხადა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკეობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ.

ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გოგონამ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა დაიწყო. 2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და მონაწილეობა მიეღო გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში.

სამიტის გახსნაზე 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა: „ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე. თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა. იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება, მაგრამ ერთადერთი, რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ – ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!“

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close