სპორტი
რაგბის მსოფლიო თასი: საქართველომ დღეს ფიჯისთან შეხვედრა წააგო
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენი მეტოქე ამჯერად ფიჯის ეროვნული გუნდი იყო. ქალაქ ოსაკის ჰანაზონოს რაგბის სტადიონზე გამართული მატჩი 10-45 დასრულდა კუნძულელთა სასარგებლოდ.
პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა (3-7), მეორე ნახევარში კი ბორჯღალოსნების მეტოქის უპირატესობა გაცილებით შესამჩნევი გახდა.
ამ დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კვლავ ხუთი ქულა აქვს და D ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, ფიჯელებმა კი შვიდი ქულა მოაგროვეს და მესამეზე გადაინაცვლეს.
ბოლო მატჩებს საქართველო და ფიჯი ტურნირის ფავორიტებთან გამართავენ: ბორჯღალოსნები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, ფიჯელები კი – უელსს.
წყარო: 1 tv.ge
კომენტარები