საბერძნეთში მიგრანტებით სავსე ბანაკში ხანძარმა დედა-შვილი იმსხვერპლა

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, მორიის ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილ ხანძარს იმიგრანტი დედა-შვილი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას DEUTSCHE WELLE ავრცელებს.

ბერძნული მედიის ცნობით, ქალი და ბავშვი ცეცხლმოკიდებულ კონტეინერში დაიღუპნენ, მიგრანტებით გადაჭედილ ბანაკში, რომელიც თურქეთთან ახლოს მდებარეობს.

ხანძრის ორი კერა კვირა საღამოს გაჩნდა – ერთი მორიის დაკავების ცენტრში, მეორე კი – დროებით ბანაკში. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი ვერტმფრენის დახმარებით ჩააქრეს. პოლიციამ მოგვიანებით ცრემლმდენი გაზი გამოიყენა აბუნტებული მიგრანტების წინააღმდეგ.

imedinews.ge

კომენტარები