ვიდეოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშიხელოვნებასაქართველო

ნათია თოდუამ ახალი სიმღერა GEORGIA გამოაქვეყნა

მომღერალმა ნათია თოდუამ სოციალურ ქსელში ახალი სიმღერა GEORGIA გამოაქვეყნა. ვიდეორგოლი YOUTUBE-ზე გავრცელდა.

როგორც მომღერალი ამბობს, ეს მისი პირველი სიმღერაა ახალი ალბომიდან:

„Georgia არის პირველი სიმღერა ჩემი ალბომიდან Miss you. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ამის შექმნაში. ჩვენ ყველას გვაქვს სამშობლო და თითოეულმა უნდა წვლილი შევიტანოთ მისი მომავლისთვის. ეს არის ადგილი, რომელმაც ჩვენ გაგვზარდა და ერთმანეთს დაგვაკავშირა. მოდით ყველამ ერთად შევძლოთ მისი გაუმჯობესება, რათა ჩვენ მომავალ თაობას უკეთესი და უფრო ლამაზი სამშობლო ჩავაბაროთ. მადლობა თითოეულს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ“, – წერს მომღერალი.

28 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეორგოლს იუთუბიზე ამ მომენტისთვის უკვე 38 400-მდე ნახვა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ნათია თოდუა 2017 წელს გერმანული Voice-ის გამარჯვებული გახდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close