კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკში უკანონო გაშვილების საქმეზე ბრალდებულთა შორის სამი წარმოშობით ქართველია (ვიდეო)

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში უკანონო გაშვილების საქმეზე სასამართლო მოსმენა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სულ 12 ადამიანი, მათ შორის, ბერძენი ადვოკატი და 53 წლის ქართველი გინეკოლოგი, რომლებიც დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერებად მიიჩნევიან.

საქმეში, გინეკოლოგის გარდა, წარმოშობით კიდევ ორი ქართველი (40 და 41 წლის) ფიგურირებს. სულ ბრალდებულთა შორის 66 ადამიანია, მათ შორის, ბიოლოგიური დედები, კლინიკის პერსონალი და შუამავლები.

​გამოძიება 27 ბავშვის უკანონო გაშვილების საქმეს სწავლობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close