ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო
„ნივეა“, „ჩისტაია ლინია“, „გარნიე“ და კიდევ 37 სხვა პროდუქტი, რომელიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს
ქართულ ბაზარზე იყიდება და საკმაოდ მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ჰყავს 40 სახეობის ჰიგიენურ-კოსმეტიკურ საშუალებას, რომელიც სიმსივნეს, ასთმასა და სუნთქვის გართულებას იწვევს.
ორგანიზაცია „მომხმარებელი.ჯი“ კვლევის საგანგაშო შედეგებს აქვეყნებს. ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.
ორგანიზაცია „მომხმარებელი.ჯი“-მ საფრანგეთში ის პროდუქტები გაგზავნა ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად, რომელთაც საქართველოში ბევრი მომხმარებელი ჰყავს. მათში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება „ფორმალდეჰიდი“.
თავად „მომხმარებელი.ჯის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ახდენდეს ბაზარზე არსებული პარფიუმერულ-ჰიგიენური საშუალებების კონტროლს, თუმცა მსგავსი კონტროლის მექანიზმი დღეს საქართველოში არ არსებობს და მხოლოდ მეწარმეების კეთილსინდისიერების იმედად ვართ.
ამ ლინკზე ნახეთ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელშიც საშიში ნივთიერება აღმოჩნდა: http://momxmarebeli.ge/?menu=304&rec=8395
კომენტარები