ვიდეოსპორტი

ლაშა ტალახაძის სამი მსოფლიო რეკორდი და სამი ოქრო მსოფლიო ჩემპიონატზე! (ვიდეო)

27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტაილანდში 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ ატაცში 220 კილოგრამის აწევით რეკორდი დაამყარა, შემდეგ კი აკვრაში 264 კილოგრამი ასწია, რაც ახალი რეკორდია. ხოლო ორჭიდში 484 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა ტალახაძე ამაზე არ შეჩერებულა, 220 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე გასულმა სომეხმა გორ მინასიანმა 212 კილოგრამი ასწია, მესამე ადგილზე კი 200 კილოგრამით ალჟირელი ძალოსანი გავიდა.

აკვრაში ტალახაძემ ასევე სამივე ცდა გამოიყენა, ჯერ 247 კილოგრამი დაძლია, რითაც ორჭიდში მსოფლიოს ჩემპიონობა გაინაღდა.

მეორე ცდაზე ტალახაძემ 255 კილოგრამიც დაძლია, რამაც უკვე ჩემპიონობა აკვრაში მოუტანა.

მესამე ცდაზე კი ქართველმა ძალოსანმა 264 კილოგრამიც ასწია და კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა, ასევე ორჭიდის მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

მეორე ადგილზე აკვრაში 248 კილოგრამით სომეხი გორ მინასიანი გავიდა და ასევე მეორე ადგილი ორჭიდში 460 კილოგრამით ერგო.

აკვრაში მესამე ადგილი ასევე სომეხმა სპორტსმენმა – რუბენ ალექსანიანმა დაიკავა 245 კილოგრამით, მასვე ერგო მესამე ადგილი ორჭიდში (437).

ლაშა ტალახაძის დაჯილდოება და ტაილანდში გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი:

sportall.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close