ვიდეოპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: „ბესელიას ქმედებას სამართლებრივ მსვლელობას მივცემ“ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აპირებს, ეკა ბესელიას ქმედებას – კერძოდ, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზეე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას – სამართლებრივი მსვლელობა მისცეს.

„ასეთი რაღაც რომ შემთხვეოდა, დეპუტატის მანდატს დავტოვებდი. ეს ჩემთვის მორალური დილემა იქნებოდა. … ადამიანის მიმართ რა ემოციებიც არ უნდა გქონდეს, კატეგორიულად მიუღებელია, პარლამენტის წევრი კოლეგას ფიზიკურად შეეხო. … როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ამ საკითხს სამართლებრივად მსვლელობას მივცემ, რათა ასეთი ფაქტები სამომავლოდ არ განმეორდეს…“ – განაცხადა ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  შელაპარაკება მოხდა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას სახეში დაარტყა.

ინციდენტი გედევან ფოფხაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან ვანო ზარდიშვილს  უთხრა, რომ მისი პოზიცია და მორალი უკვე გარკვეულია, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა უპასუხა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ“.

სწორედ ზარდიაშვილის ამ რეპლიკას მოჰყვა ეკა ბესელიას გაღიზიანება.

მოგვიანებით ეკა ბესელიამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი, რადგან ზარდიაშვილმა მიიღო, რაც დაიმსახურა. ბესელიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა, რადგან, მისი თქმით, „ვანო ზარდიაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობდა“.

ეკა ბესელიას მხარდაჭერა გამოუცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ:

„სრული მხარდაჭერა მინდა გამოვხატო ეკა ბესელიას მიმართ, ეს არის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად ბინძური ხერხებით, განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, უბრალოდ, ანადგურებენ ადამიანს“, – განაცხადა ხოშტარიამ მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close