დღის თემაისტორიაპოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

გერმანელი ფოტოგრაფის ახალი ფოტოები ოკუპირებული აფხაზეთიდან

სოხუმის დაცემიდან დღეს ზუსტად 26 წელი გავიდა. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

გერმანელი ფოტოგრაფი ენდი შვიტცი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია და ერთ ალბომში მოაქცია უნიკალური კადრები.

„2014 წელს აფხაზეთის რეგიონში პირველად ვნახე ულამაზესი ნაგებობები, რომლებმაც მაშინვე მომაჯადოვა. ნანგრევებს გარშემორტყმული ლანდშაფტი და არქიტექტურა ჩემთვის ესთეტური სიზმარივით იყო. იმ დროისთვის ჯერ არ ვიცოდი, რას გააღვიძებდა ჩემში 2019 წლის ვიზიტი. ენგურიდან გადასვლის შემდეგ ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ომის ჭრილობები აქ ჯერ კიდევ ღიაა. ყველგან მოჩანდა სახლების ნანგრევები, რომლებსაც ბუნება ნელ-ნელა ითვისებდა“, – წერს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში.

„სამყაროებს შორის“ – ასე ჰქვია სულისშემძვრელ ფოტოალბომს, რომელსაც ქვემოთ იხილავთ:

მიტოვებული რკინიგზის სადგური

მიტოვებული ტუბერკულოზის დისპანსერი

მიტოვებული სანატორიუმი

ყოფილი ადმინისტრაციული შენობა

ხედი მიტოვებული სანატორიუმიდან

კულტურის სახლი ნანგრევებად ქცეულ ქალაქ ტყვარჩელში

მიტოვებული რკინიგზის ბაქანი

მიტოვებული მუსიკალური სკოლის პიანინო

მიტოვებული სატვირთო ხომალდი სოხუმის პორტში

ედუარდ შევარდნაძის თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში

სოხუმის ძველი კარიბჭე

 

ტყვარჩელი -„ქალაქი-აჩრდილი“

ქალაქი ტყვარჩელი 1942 წელს დაარსდა, როგორც ინდუსტრიული ცენტრი.

ეს ვიდეო, რომელიც 2018 წლის 8 ნოემბერს არის ატვირთული „ემიგრანტი გ“-ს ფსევდონიმით, გვიჩვენებს, რა სავალალოდ გამოიყურება დღეს ქალაქი, რომელშიც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა.

ქალაქის მოსახლეობა 40 000 ადამიანს შეადგენდა, მაგრამ ახლა მოსახლეობის რაოდენობა ძალზე მცირეა. ტყვარჩელის მოსახლეობა დღეს ხუთი ათას ადამიანს შეადგენს. ეს არის თითქმის ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე 90-იანი წლებში. ადგილობრივ საავადმყოფოში ამბობენ, რომ თუ ადრე თვეში 700-მდე ბავშვი იბადებოდა, ბედნიერები იყვნენ, ახლა კი ეს რიცხვი შემცირებულია და 10 ბავშვი თუ ჩნდება. ქუჩაში იშვიათად შეხვდებით ვინმე გამვლელს. საზოგადოების ძირითად ნაწილს მოხუცი მამაკაცები და ქალები შეადგენენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close