მსოფლიოსაზოგადოება

ბარონ ჰილტონმა 4 მილიარდი დოლარიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა

მილიარდერი და ჰოტელიერი ბარონ ჰილტონი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მისმა შვილიშვილმა პერიზ ჰილტონმა გაავრცელა.

ბარონ ჰილტონი სასტუმროს ქსელის დამაარსებლის, კონრად ჰილტონის ვაჟი იყო. Hilton Hotels Corporation-ის აღმასრულებელ დირექტორად იგი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. კარიერის განმავლობაში მან სასტუმროების რაოდენობა გაზარდა და მილიარდერი გახდა.

ჯერ კიდევ 2007 წელს ბარონ ჰილტონმა გამოაცხადა, რომ ქონების 97%-ს ქველმოქმედებაში დახარჯავდა. შესაბამისად, 3.5 მილიარდი დოლარი მისი მამის, კონრად ჰილტონის დაფუძნებულ საქველმოქმედო ორგანიზაცია Conrad N. Hilton Foundation-ს გადაეცემა, რომელიც აფრიკის ქვეყნებში სხვადასხვა საქველმქომედო პროექტს ახორციელებს.

ბარონ ჰილტონის ქონება 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს; მის 8 შვილსა და 15 შვილიშვილს აქედან მხოლოდ 3% ერგებათ.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close