თელავში ქმარმა ცოლი მოკლა – ახალი დეტალები
თელავში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი დუბაიში ცხოვრობდა შვილთან ერთად და მუშაობდა, მისი კიდევ ორი შვილი – ტყუპი გოგო-ბიჭი ამ ხნის მანძილზე თელავში ცხოვრობდნენ. ნონა ლაზარიაშვილი თელავში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა შვილთან ერთად.
მათივე თქმით, ცოლ-ქმარი გაცილებულები იყვნენ და მამაკაცი, სავარაუდოდ, შვილის სანახავად ჩავიდა თელავში. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რადგან მამაკაცს უნდოდა ცოლს შერიგებოდა. მოკლული დედის ცხედარი პირველად შვილმა ნახა, გოგონამ უბედური შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
შეგახსენებთ, თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, თავად კი თვითმკვლელობა სცადა, იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და, ექიმების თქმით, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები