როგორ მისდევდნენ დათვს საბერძნეთის ქუჩებში (ვიდეო)

დილით რომ გამოხვალ ქუჩაში და დათვს შეეჩეხები!.. არა, ციმბირში კი არა, საბერძნეთში.

სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა საბერძნეთის ჩრდილოეთში, ქალაქ კოზანის მახლობლად მდებარე სოფელ ვლასტში. სოფლის მცხოვრებმა ფეისბუქში გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ მისდევს საკუთარი ავტომობილით დათვს.

ადგილობრივი მცხოვრები სტერიოს ცანძიოსი (Stergios Tsantzios) დილით სამსახურში მიდიოდა საკუთარი მანქანით და ქუჩაზე წინ დათვი დაინახა. როგორც ჩანს, დათვს უფრო შეეშინდა, ვიდრე კაცს, რომელიც თავის ავტომობილში დაცულად გრძნობდა თავს, იმდენად, რომ არც დაიბნა, ვიდეო გადაიღო, რომ არაორდინარული ისტორია, რომელიც შეემთხვა, ათასობით ადამიანისთვის გაეზიარებინა სოციალურ ქსელში. 

მაისში მსგავსი შემთხვევა მოიხდა ქალაქ ფლორინის მახლობლად – დათვმა ავტომობილს გზა გადაუღობა, შემდეგ კი რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოკურცხლა. 🙂

წყარო: rua.gr

 

კომენტარები