fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ალჟირში სამშობიაროში გაჩენილ ხანძარს 8 ახალშობილი ემსხვერპლა

ალჟირში საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 8 ახალშობილი დაიღუპა. გამოცემა HUFFPOSTMAGHREB-ის ინფორმაციით, ხანძარი ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ელ უედის (EL QUED) Bachir Bennacer-ის სამშობიაროში გაჩნდა 3 საათსა და 52 წუთზე.

მეხანძრეებმა 79 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის, 11 ჩვილის, 37 ქალის და საავადმყოფოს 28 თანამშრომლის, სამწუხაროდ, 8 ახალშობილი ხანძარს ემსხვერპლა.

ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა ნურედინ ბედუიმ ჯანდაცვის მინისტრს გამოძიების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნა დაავალა.  წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ცეცხლი ელექტრულმა ნაპერწკალმა გამოიწვია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close