მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

ემიგრანტული ისტორიები: როგორ იხსნა ქართველმა ახალგაზრდამ ესპანეთში პატარა გოგონას სიცოცხლე

უკვე ბევრჯერ დავრწმუნდით მარტივ ჭეშმარიტებაში, რომ ყოველი ქართველი მართლაც თავისი ქვეყნის ელჩია უცხოეთში და თითოეული მათგანის საქციელი შესაძლოა მთელ ერზეც განაზოგადონ…

ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, სულ ახლახან მოხდა ესპანეთში და ნამდვილად ღირს საიმისოდ, რომ მკითხველს გავაცნოთ.

როგორც ხდება ხოლმე, ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პირველად ინტერნეტიდან გავრცელდა. ეს არის ამბავი იმაზე, თუ რა გზა გაიარა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდამ ენრიკო ხუტაშვილმა იმისათვის, რომ სრულიად უცხო ბავშვისთვის ძალიან შორი მანძილიდან (1200+1200 კილომეტრი) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი ჩაეტანა, თანაც საკმაოდ შორი და მისთვის უცნობი გზა ისე უნდა გაევლო, რომ ესპანურად მხოლოდ მისალმებას თუ შეძლებდა…

ეს ამბავი შევიტყვეთ ესპანეთში მცხოვრები დიანა ციხისთავისგან, რომელიც იმ ქვეყანაში ქართული დიასპორული ორგანიზაციის დამაარსებელია. ერთ დღეს მას დახმარებისთვის მიმართეს – სთხოვეს, რომ მოეძებნა ადამიანი, რომელიც პატარა გოგონას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს საქართველოდან ესპანეთში, კერძოდ, ანდალუსიის პატარა ქალაქ კორდობაში ჩაუტანდა. ამ პრეპარატს ბავშვს დღეში სამჯერ ასმევდნენ და გარკვეული მიზეზების გამო ადგილზე შეძენა შეუძლებელი იყო. წამლის დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა ეპილეფსიური კრიზი დაწყებულიყო და ბავშვი კომიდან ვერ გამოეყვანათ…

დიანა ციხისთავი

დიანა ციხისთავი: „გადავწყვიტეთ, ამის შესახებ პოსტი გამოგვექვეყნებინა და საქართველოდან პრეპარატის წამომღები გვეპოვა. ძალიან ბევრმა მოგვწერა, რომ წამოიღებდა წამალს, მაგრამ, სამწუხაროდ, ლოდინის დრო არ გვქონდა, რადგან ეს ადამიანები ბარსელონაში მოფრინავდნენ, წამალი კი ამის შემდეგ კიდევ 1200 კილომეტრზე იყო გასაგზავნი. ფოსტა გამოვრიცხეთ, რადგან ის მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ჩამოიტანდა პრეპარატს. დაგვრჩა ერთი ვარიანტი – მოგვეძებნა ადამიანი, რომელიც გოგონას წამალს საკმაოდ დიდი გზის გავლით ჩამოუტანდა. ამ ლოდინში გამოჩნდა ინგლისური ენის სპეციალისტი, ქართველი ახალგაზრდა კაცი ენრიკო ხუტაშვილი, რომელიც ამჟამად ესპანეთის პატარა ქალაქ კორდობაში ცხოვრობს. სულ რაღაც ერთ საათში შევკრიბეთ საჭირო თანხა და ავიღეთ ავტობუსის ბილეთები. წარმოიდგინეთ, წამლის ჩამოსატანად მან 2400 კილომეტრი გაიარა, თუმცა, ვფიქრობ, რომ უფრო მეტიც იყო, რადგან ყველა ავტობუსი სოფელ-სოფელ დადის და გზაში დიდ დროს კარგავს. ენომ ეს გზა სულ ხუმრობა-ხუმრობაში გაიარა, თან ჩვენთან კონტაქტიც არ გაუწყვეტია. ზედიზედ ორი ღამე არ უძინია. მოკლედ, ეს ადამიანი ჩვენს პატარას ღმერთმა გამოუგზავნა. მან გოგონას წამალი დროზე ჩაუტანა და ამით მისი სიცოცხლე იხსნა, რისთვისაც ყველას სახელით, ამჯერად საჯაროდ ვუხდი მადლობას.

ენრიკო ხუტაშვილი გოგონასთან ერთად, რომელსაც წამალი 2400 კილომეტრიდან ჩაუტანა

ხშირად გქონიათ ასეთი შემთხვევა?

ერთ საიდუმლოს გაგანდობთ: უკვე ბევრი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, ადამიანებს შეძლებისდაგვარად ვეხმარები. ბევრი გაჭირვებული ემიგრანტი მინახავს და, იცით, რა ხდება? დახმარების ხელს გაჭირვებაში ჩავარდნილს ისევ ის ადამიანები უწვდიან, ვისაც ჯერ კიდევ არ მოუთქვამს სული და არა ის, ვინც ძალიან კარგადაა და მართლა შეუძლია დახმარების გაწევა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ბედნიერება სიმდიდრეში არ არის, ის ჩადენილ სიკეთეს მოაქვს…

ენრიკო ხუტაშვილი მეუღლესთან ერთად

როგორც მოსალოდნელი იყო, ენრიკო ხუტაშვილმა ინტერვიუზე უარი გვითხრა, ამიტომ მასალას ვურთავთ მის პოსტს, სადაც საკუთარ თავგადასავალზე იუმორით ჰყვება. რაც მთავარია, მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო – გოგონა გადარჩა და თავს კარგად გრძნობს.

Pluto Nesh

მოკლედ გზაში ვარ, დიდი გზა მაქ გასავლელი
ერთი 6 საათია ვმგზავრობ და კიდე ერთი რვა ცხრა მაქ წინ
ვზივარ პატიოსნად მუსიკას ვუსმენ, წეღან დავხედე ამ რუკას და ცოტა შევღონდი, მაგრამ ავიტან ხვალ მერე ისევ ამდენივე უკან უნდა გამოვიარო და ვარ ამ კილომეტრების თვლაში ჩემთვის პატიოსნად
, გაჩერდა ავტობუსი და ამოვიდნენ ქალები, კაცები, ბავშვები, არ ვუყურებ რაში მაინტერესებს ესპანურადაც მთლად ამაყად ვერ ვლაპარაკობ და მოკლედ არც ავტობუსში მიმდინარე საუბრები მაინტერესებს, წესით დავიძინებ გავიღვიძებ და ეგაა მაგრამ ჰოი ჩამოკრა უბედურების ზარმა
შევატყე ვიღაც შუახნის ქალბატონი აშკარად მე მელაპარაკება, მოვიხსენი ყურსასმენი და ეს ქალი აშკარად მიტრაკებს თან უსწრაფესად ლაპარაკობს (ნელა რო ლაპარაკობდეს კიდე გავიგებ რა უნდა) რაღაც ბილეთს მანახებს მეთქი არ ვიცი სხვას კითხეთქო ვანიშნე ხმისამოუღებლად, მაგრამ არ მეშვება თან ნელნელა ბრაზდება და ამ ბილეთიან ხელს იქნევს რაღაც მითხრა და გავარჩიე მეკითხება სად მიდიხარო, მეთქი barcelona (მარტო ეს სიტყვა ვთქვი) ამაზე რატომღაც სუ გაგიჟდა და ვატყობ ბიჭო აშკარად მლანძღავს თან მიმითითებს ადექიო არადა ისეთ საქმეზე მივდივარ ავდგები კი არა თუ ჭკვიანად არ იქნებიან მარტო წავალ ამ ავტობუსით ( რაზგონზე ვარ ) მარა ამ ქალს ვერ ვიშორებ აი მხედრიონელის კალაშნიკოვივით უბერავს და ყვირის კატალან და მერე იგინება აშკარად ამ აურზაურზე იქიდან მეორე სანდომიანი ქალბატონი გამოენთო იმანაც კატალანო დაიძახა და დაცხეს, ოღონდ მართლა დაცხეს, ის ურტყავს ამას და მთელი ავტობუსი აკაკანდა ნახევარი მე მიყურებს მეორე ნახევარი ამ ქალებს კი არ აშველებს აქეზებს ესეთი არაფერი მინახავს ვერ ვხვდები რა ხდება, არადა აშკარად თემაში ვარ და გავცხე ინგლისურად მეთქი გაჩერდით რა ხდებათქო ვინმემ ინგლისური ხო არ იცითთქო და რატომღაც ყველა გაჩუმდა და მიყურებენ გაოგნებულები, ვიღაც გოგო მეკიხება დამტვრეული ინგლისურით სადაური ხარო, ( ვფიქრობ მეთქი ესე სტრანნად რატო გაჩერდნენ ) აშკარად რაღაც ვერაა კარგად საქმე თან ვფიქრობ ამათთან შარი არ მინდა ზედმეტად საპასუხისმგებლო საქმეზე მივდივარ , ნუ ბოლობოლო მეთქი იო სოი ხეორხიანოთქო ( ქართველი ვართქო) და ყველა დაწყნარდა და დაჯდნენ თავის ადგილზე ავტობუსიც დაიძრა ვიყურები გაოგნებული აი მაგრა ავიჭერი ქართველების მიმართ სიყვარულს და პატივისცემას აშკარად ვერ დავაბრალებ ამ უეცარ დამშვიდებას და ვკითხე ამ გოგოს რა ხდებათქო , და აი რა ხდება –😮😮😮თურმე ეს პირველი სანდომიანი მეუბნება ჩემ ადგილას ზიხარო(ეშლება) მე ხმას არ ვიღებ და რაღაცას ვანიშნებ ( სხვას კითხეთქო) ეს გიჟდება მომენტალურად ( დალაგებულიც არ ჩანს მთლად) მერე არ ვიცი რა თქვა მარა მე ხომ ვუთხარი ბარსელონათქო ხოდა ამან რატომღაც იფიქრა რო ვუთხარი ბარსელონადან ვარო და შე დამპალო კატალონიელო თავი სად გგონია აეთრიეო მითხრა ეხლა რო ვუფიქრდები სიტუაციას და ხმამაღლა დაიწყო ჩემგან გამომდინარე კატალონიელების გინება და აი ის მეორე სანდომიანი ქალბატონი არის თურმე კატალონიელი ხოდა გამომესარჩლა იფიქრა ეს ბანძი კატალონიელიაო ვერ ბლატაობსო და „მიშველა“ მარა რა მიშველა, რო ადგა ეს ხელები ორივე რო ააფრიალა სახეზე ბრძოლის რეჟიმი ხო ჩაერთო თან ესპანურად ხო მიაყარა აიტ შე ჩათლახოო და ამ დროს მე ინგლისურად რო დავიწყე ყვირილი ეგრევე მიხვდა ყველა რო არც ესპანელი ვარ და კატალონია ესპანეთის უთანხმოება ხო სულ არ მაღელვებს 🤣🤣🤣 ეს კონფლიქტი კი ამოიწურა მაგრამ აქ აშკარად პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხია ერთი კატალონიელი ქალი და დანარჩენი ესპანელები ხოდა ეხლა სუ pedro sanches- აგინებენ ( გინებები ვიცი)😁😁 პედრო პრემიერია მგონი და ის ერთი ქალი (კატალონიელი) სუ Todos putas – ო იძახის და მგონი სუ ყველა ბოზები ხართო ეუბნება ამათ 😁😁😁😁ეს სად ვარ😁😁😁

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close