საზოგადოებასაქართველოსპორტი
ზესტაფონელი ტატო სამხარაძე კარატეში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ზესტაფონელი ტატო სამხარაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრების წევრმა გამარჯვება კარატეს მსოფლიოს ახალგაზრდული ლიგის ტურნირზე მოიპოვა, რომელიც კვიპროსში ჩატარდა
საერთაშორისო შეჯიბრებაში 100-ზე მეტი ქვეყნის 420 კლუბი მონაწილეობდა.
„საქართველოს ნაკრები კვიპროსზე 11 სპორტსმენით ასპარეზობდა. ტატო სამხარაძემ შვიდი შეხვედრა ჩაატარა. ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში იგი ეგვიპტელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული გამოსვლა აჩვენა“, – ამბობს ტატო სამხარაძის მწვრთნელი ირაკლი ღონღაძე.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
kutaisipost.ge
კომენტარები