მსოფლიოსაზოგადოებაშეუცნობელი

პენტაგონში ადასტურებენ, რომ 2015 წელს გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ამოუცნობი მფრინავი ობიექტია აღბეჭდილი

პენტაგონში ადასტურებენ, რომ ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ამოუცნობი მფრინავი ობიექტია აღბეჭდილი.

როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ 2015 წელს ერთ-ერთი პილოტის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩანს, ავთენტიკურია. პენტაგონში აცხადებენ, რომ დღემდე არ აქვთ ახსნა, თუ რა არის გამოსახული ფირზე.

საუბარია ვიდეოჩანაწერზე, რომელიც 2015 წელს „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გაავრცელა. ამას გარდა, „ბიბისის“ ცნობით, არსებობს კიდევ ორი მსგავსი ვიდეოჩანაწერი, რომლებიც პენტაგონისთვის ამოუხსნელ საიდუმლოს წარმოადგენს.

როგორც აშშ-ის ფლოტის დაზვერვის მეთაურის პრესსპიკერმა, მეთიუ კოჰლერმა გამოცემა „ბლექ ვაულტს“ უთხრა, „აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალები ამ ობიექტებს ამოუცნობ ციურ მოვლენად ახასიათებს“.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეს არ ნიშნავს, რომ ვიდეოში უცხოპლანეტელების ხომალდებია აღბეჭდილი, ეს უბრალოდ, იმის აღიარებაა, რომ პენტაგონში ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული მოვლენის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

ამასთან, დღემდე უცნობია, კონკრეტულად სად არის გადაღებული ვიდეო.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close