25 ათასი ევრო ცხოვრების სანაცვლოდ – იტალიის ულამაზესი რეგიონის ახალი შეთავაზება
იტალია იმ ადამიანებს, რომლებიც მოლიზეში დასახლებას გადაწყვეტენ, 25 ათას ევროს გადაუხდის.
Guardian-თან ინტერვიუში, მოლიზეს რეგიონის პრეზიდენტმა დონატო ტომამ განაცხადა, რომ მათ სურთ მოსახლეობას სტიმული მისცენ: „რეგიონში საცხოვრებლად მოწვეული ხალხი უბრალოდ რომ დაგვეფინანსებინა, ეს იქნებოდა მორიგი საქველმოქმედო აქცია. ჩვენი მიზანია აქ მცხოვრებთ სტიმული მივცეთ, შექმნან ახალი სივრცე, იქნება ეს პურის თუ საკანცელარიო ნივთების მაღაზია ან რესტორანი, არ აქვს მნიშვნელობა. ამით საშუალება გვაქვს ქალაქს ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ და, ამასთანავე, მოსახლეობის რაოდენობა გავზარდოთ“.
რეგიონის პრეზიდენტის განცხადებით, პატარა ქალაქები, რომელთა მოსახლეობა 2 ათას ადამიანზე ნაკლებია, მიიღებენ 10 ათას ევროს, რათა ქალაქში განაახლონ ინფრასტრუქტურაც: „საქმე არ ეხება მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც, რათა ადამიანებს ჰქონდეთ აქ დარჩენის სურვილი“.
Italian National Institute of Statistics-ის ინფორმაციით, მოლიზე იტალიის იმ რეგიონების რიცხვში შედის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის შემდეგ კატასტროფულად შემცირდა.
კომენტარები