ვიდეოსაზოგადოებასაქართველოსპორტი

ნაქირავები ნავით მოგებული სამი ოქროს მედალი! – 15 წლის ქართველი ნიჩბოსნის ტრიუმფი სლოვაკეთში (video)

საქართველოს სახელით მოასპარეზე არცერთ ნიჩბოსანს აქამდე ICF-ის ანუ ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის შეჯიბრის სამივე დისტანცია არასდროს მოუგია, თუმცა ეს 15 წლის ალექსანდრე წივწივაძემ შეძლო!

სლოვაკეთში მიმდინარე შეჯიბრში „ოლიმპიური იმედები“ ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა სამივე დისტანცია – 1000 მეტრი, 500 და 200 დამაჯერებლად მოიგო და ოქროს მედლებს დაეუფლა.

წივწივაძე სამივე დისტანციის შესარჩევიდან ფინალში საუკეთესო შედეგით გადავიდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე წივწივაძე შეჯიბრებებზე ადგილზე ნაქირავები ნავით (ზოგჯერ წონისთვის შეუსაბამო ნავებით) გამოდის, რაც მას დამატებით პრობლემებს უქმნის. 15 წლის ტალანტს საერთაშორისო სტანდარტების მქონე საკუთარი ნავი, სამწუხაროდ, არ აქვს…

წყარო: crystalsport.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close