ვიდეოისტორიამსოფლიოპოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

გასაიდუმლოებული დოკუმენტები: აშშ ცივი ომის დროს ჯაშუშ მტრედებს იყენებდა (ვიდეო)

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ცივი ომის დროინდელი ჯაშუში მტრედების შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტები გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC იუწყება.

დოკუმენტაციაში, რომელსაც მანამდე გრიფი „საიდუმლო“ ჰქონდა მინიჭებული, აღწერილია, როგორ ამზადებდნენ მტრედებს საბჭოთა კავშირში გასაიდუმლოებული ობიექტების გადასაღებად.

Soldier Letting a Carrier Bird Go.

CIA-ში იკვლევდნენ, აგრეთვე, შეეძლოთ თუ არა ჩიტებს მიმაგრებული სენსორების მეშვეობით საბჭოთა კავშირში ქიმიური იარაღის გამოცდის ადგილების იდენტიფიკაცია. 1967 წლისთვის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დელფინების, ჩიტების, კატებისა და ძაღლების გამოყენებით სადაზვერვო პროგრამებზე 600 ათასი დოლარი ჰქონდა დახარჯული.

დოკუმენტების თანახმად, მტრედები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ადგილებს უღებდნენ ფოტოებს. არსებული ინფორმაციით, ყვავებს ფარული მიკროფონების ჩამოგდებას ასწავლიდნენ, ხოლო დელფინებს წყალქვეშა მისია ეკისრებოდათ.

CIA-მ 1970-იან წლებში ყველაზე ეფექტიანად მტრედების გამოყენება ჩათვალა და სატესტო მისიების ჩატარება დაიწყო. 2000-დოლარიანი კამერა, რომელსაც მტრედებს უმაგრებდნენ, მხოლოდ 35 გრამს იწონიდა. ვაშინგტონის ქუჩებში ჩატარებული ტესტირებისას ერთ ფირზე გადაღებული 140 ფოტოდან თითქმის ნახევარი კარგი ხარისხის იყო და ბევრად სჯობდა სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს.

1976 წლით დათარიღებული ჩანაწერის თანახმად, ოპერაციის სამიზნედ შეარჩიეს ლენინგრადის ნავსაშენი, სადაც ყველაზე ახალ საბჭოთა წყალქვეშა ნავებს აგებდნენ. ოპერაცია შესაძლებლად მიიჩნიეს, თუმცა განხორციელდა თუ არა, არ კონკრეტდება.

დაზვერვისთვის CIA ცხოველებსა და ჩიტებს ამჟამადაც იყენებს თუ არა, ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close