მედიცინამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

CNN: აშშ-ში მოსახლეობას აფრთხილებენ, ქათმებს არ აკოცონ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ კოცნიან თავიანთ ქათმებს, – წერს CNN. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ასევე სთხოვს, რომ ქათმები არც სახლში იყოლიონ და მათთან ერთად არც საკვები მიიღონ. მიზეზი სალმონელას დაავადებაა, რომლის შემთხვევები აშშ-ში დაფიქსირდა.

დაავადების კონტროლის ცენტრი აფრთხილებს მოსახლეობას და ურჩევს, ქათმებისთვის სპეციალური სივრცე გამოყონ, რათა სალმონელას დაავადების გავრცელებას ხელი არ შეეწყოს.

სალმონელას ბაქტერია იწვევს სალმონელოზს. ეს არის ინფიცირებული საკვების მიღებით წარმოქმნილი მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ვლინდება მწვავე გასტრიტის, გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სახით. დაბინძურების წყარო შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ცხოველები (შინაური და გარეული ცხოველები და ფრინველები), ისე პროდუქტები – ხორცი, რძე, კვერცხი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close