დასაქმებაპოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: კირიაკოს მიცოტაკისის მიერ გამოცხადებული 15 რეფორმა

კირიაკოს მიცოტაკისმა, ΔΕΘ-ს გახსნაზე (თესალონიკის მეწარმეობისა და კულტურის 84-ე საერთაშორისო გამოფენა; გაიხსნა 7 სექტემბერს და 15 სექტემბრამდე გასტანს) თავის გამოსვლაში წარმოადგინა კომპლექსური ღონისძიებები მოქალაქეთა და საწარმოთა დაბეგვრის შესამცირებლად, აგრეთვე, მოსახლეობის ყველაზე სუსტი კატეგორიების დასახმარებლად სოციალური შეღავათების სახით.   
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ბიზნესისა და დივიდენდების გადასახადების, აგრეთვე, სადაზღვევო შენატანების თანდათან შემცირებაზე 5 პუნქტით 2020 წლის ივლისიდან 2023 წლამდე. ამას გარდა, მიცოტაკისმა თქვა, რომ 2020 წლისთვის ოჯახურ წყვილებს ყოველ ახალშობილზე სახელმწიფო 2000 ევროს ოდენობის დახმარებას გადასცემს.

უფრო დაწვრილებით იმ ზომებზე, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა კირისკოს მიცოტაკისმა წარადგინა:

1. ნარჩუნდება დაუბეგრავი მინიმუმი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის კოეფიციენტი 10 000-მდე ევროს შემოსავალზე 22%-იდან 9%-მდე შემცირდება.

2. გადასახადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ახალ სქემებზე მხოლოდ 10% იქნება.

3. ახალი კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე პალატაში უახლოეს მომავალში განიხილება.

4. კორპორაციული გადასახადი შემცირდება 28%-იდან 24% პროცენტამდე.

5. დივიდენდების გადასახადი შემცირდება 10%-იდან 5%-მდე.

6. ახალმშენებლობებს 3 წლამდე ვადით შეუჩერდებათ დამატებითი ღირებულების გადასახადი, დამატებით 40%-იანი ფასდაკლება ექნებათ რემონტის ღირებულებაზე ან შენობის მოდერნიზაციაზე.

7. აგრეთვე, შეჩერებულია უძრავი ქონების გადასახადი.

8. საშუალოვადიან პერიოდში, თუმცა არა 2020 წელს, გაუქმდება ანარიცხები სახელმწიფოს სასარგებლოდ: έλος επιτηδεύματος და  εισφορά αλληλεγγύης.

9. 2020 წელს ოჯახურ წყვილებს ყოველ ახალშობილზე სახელმწიფო ბონუსის სახით გადასცემს 2000 ევროს, იმ ოჯახური მეურნეობების გამოკლებით, რომლებიც „ძალიან მაღალშემოსავლიანის“ კატეგორიას ეკუთვნის.

10. ბავშვის ტანსაცმელი, აგრეთვე, მუზარადები და საბავშვო სავარძლები (მანქანისთვის) იბეგრება ძალიან დაბალი დღგ-თი, 13%-ით.

11. ოჯახები დამატებით თავისუფლდებიან გადასახადისაგან ყოველ ბავშვზე 1000 ევროს ოდენობით.

12. ყოველთვიური თანხა 180 ევრო (სავარაუდოდ, ვაუჩერის სახით) ოჯახებს გადაეცემათ ბავშვის საბავშვო დაწესებულებებში მოსაწყობად.

13. რიგგარეშე საპენსიო დახმარება, რომელიც სახელმწიფომ მიმდინარე წელს წინასაარჩევნო ბონუსის სახით გასცა, შენარჩუნდება და 2020 წლის ბოლომდე გაიცემა.

14. 2020 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლამდე სადაზღვევო შენატანები თანდათან, ეტაპობრივად შემცირდება 5 ერთეულით, უკვე 2020 წლის ბოლომდე დაახლოებით ერთი ერთეულით.

15. დაუყოვნებლივ გაიზრდება იმ მუშაკთა ხელფასები, რომლებიც არასრული სამუშაო დღის რეჟიმში მუშაობენ, 10%-ით საათში ზეგანაკვეთურ დატვირთვაზე.

მიცოტაკისიგანვითარება აბსოლუტური პრიორიტეტია

თავის გამოსვლაში მიცოტაკისმა თქვა, რომ განვითარება  მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია. ამას გარდა, წლის ბოლომდე სამსახურში აიყვანენ დამატებით ახალ კადრებს – 1500 პოლიციელს, 2000 მედდას და 2000 ზოგადი პრაქტიკის ექიმს.

ნინო ბაჯელიძე

წყარო: https://www.iefimerida.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close