მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიკრიმინალისაზოგადოება

საფრანგეთში სასამართლომ მამალს ნება დართო, ყივილი განაგრძოს

საფრანგეთის კომუნა როშფორის სასამართლომ მამალ მორისს ყივილის უფლება მისცა. „ლე მონდის“ ინფორმაციით, მამლის პატრონის წინააღმდეგ სარჩელი მისმა მეზობლებმა შეიტანეს, რომლებიც სოფელში ზაფხულობით ჩადიან. მათ არ მოსწონთ, რომ მორისი ყოველ დილას ადრიანად ყივის და მათ სიმშვიდეს ურღვევს.

სასამართლო საქმეს 2017 წლის გაზაფხულიდან განიხილავს. მორისის მხარდასაჭერად ორი ონლაინ პეტიცია შეიქმნა, რომლებსაც თითქმის 155 000 ადამიანმა მოაწერა ხელი. პირველი სასამართლო პროცესი 2019 წლის 4 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მასზე არცერთი მხარე არ გამოცხადდა, ამიტომ განაჩენის გამოტანა 5 სექტემბრამდე გადაიდო – სწორედ 5 სექტემბრის სხდომაზე მიანიჭა სასამართლომ უფლება მორისს, მომავალშიც როცა უნდა, მაშინ იყივლოს. 🙂

ამავე თემაზე: საფრანგეთში მამალს სასამართლოში უჩივიან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close