მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისხვა

საფრანგეთში მამალს სასამართლოში უჩივიან

საფრანგეთში მამალს, სახელად მორისს კუნძულ ოლერონიდან მეზობლები სასამართლოში უჩივიან იმის გამო, რომ ძალიან ადრე ყივის და მათ სიმშვიდეს და დილის ძილს უფრთხობს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ჟან ლუი ბირონიმ და ჟოელ ანდრიუმ 15 წლის წინ სენ პიერ დ’ოლერონში სახლი ააშენეს, რომელშიც ცხოვრებას სიბერეში გეგმავდნენ. მათი თქმით, ეს რეგიონი სწორედ იმიტომ შეარჩიეს, რომ არც მანქანების ხმა და არც სხვა რამე ხმაური ისმოდა და სიმშვიდეში სურდათ ცხოვრება, მამალი კი ამის საშუალებას არ აძლევთ, რადგან ძალიან ადრე ყივის.

მამლის მეპატრონე კორინ ფესო, რომელიც ოლერონში უკვე 35 წელია ცხოვრობს, აცხადებს, რომ მისი მამალი აკეთებს იმას, რასაც ყველა მამალი.

მორისი თავის მეპატრონესთან ერთად 4 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, თუმცა მივიდნენ სხვა მამლების მეპატრონეები, რომლებიც მორისს მხარდაჭერას უცხადებენ.

სასამართლო განაჩენს 7 სექტემბერს გამოიტანს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close