მოგზაურობამსოფლიოსაქართველო

ტალინის და რიგის ქუჩებში აჭარის სურათებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს

ტალინისა და რიგის ქუჩებში აჭარის სურათებით გაფორმებული ტრამვაი გამოჩნდა. ეს უჩვეულოდ ლამაზი ტრანსპორტი ესტონეთისა და ლატვიის დედაქალაქებში წლის ბოლომდე იმოძრავებს.

რიგის და ტალინის გარდა აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. გარდა ამისა, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები წელს ერთდროულად BBC-ს, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს ეთერში ტრიალებდა, რის შედეგადაც აჭარის ტურისტულ პროდუქტებს მილიონობით პოტენციური ტურისტი გაეცნო.

წელს პირველად აჭარის სატელევიზიო რეკლამის გაშვება, ასევე, იგეგმება National Geographic-ისა და Travel Channel-ის სატელევიზიო ეთერშიც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close