მოგზაურობამსოფლიოnews

7 ივლისს ფრანკფურტის აეროპორტიდან რეისები შესაძლოა შეფერხდეს ბომბის გამო

7 ივლისს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტიდან ცალკეული რეისების განხორციელება შეიძლება შეფერხდეს. ამის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გაუვნებელყოფის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია.

ბომბი აეროპორტიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. იგი სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩნეს. მსგავსი შემთხვევები გერმანიაში საკმაოდ ხშირია.

ფრანკფურტის აეროპორტი მგზავრებს ურჩევს, წინასწარ შეამოწმონ თავიანთი ავიარეისების სტატუსი აეროპორტის ვებგვერდზე ან ავიაკომპანიებთან. ამასთან, როგორც აეროპორტის ადმინისტრაცია იტყობინება, ბომბის გაუვნებელყოფის სამუშაოების ჩატარება ამინდზეც იქნება დამოკიდებული.

სამუშაოები ადგილობრივი დროით დაახლოებით 12.00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის გამო ერთი კილომეტრის რადიუსში მცხოვრები 16 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციაც იგეგმება.

commersant.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close