ეკონომიკამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

„გინდ დაიჯერეთ, გინდ არა… ქალაქი ქალაქში“ – კადრები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობიდან

სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის მომხმარებელი ნათია ნასარიძე აქვეყნებს ვიდეოს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობიდან და წერს:

„გინდ დაიჯერეთ,გინდ არაა…
ის არსებობს, ქალაქი ქალაქში…
ქუთაისი ისევ იბრუნებს საგანმანათლებლო და კულტურული კერის სტატუსს”.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრება, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი გახდება.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჯამში 60 000 სტუდენტზეა გათვლილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close