მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიფსიქოლოგიასაზოგადოება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებთან კამათს აზრი არ აქვს

შვედმა მკვლევრებმა გაარკვიეს, თუ რატომ არის ქალთან კამათი ფუჭი საქმე. ისინი კაცებს ურჩევენ, არ იკამათონ ქალებთან, რადგან მაინც დამარცხდებიან, – ამის თაობაზეThe DAILY MAIL-ი წერს.

საქმე ის არის, რომ, მეცნიერთა თქმით, ქალებს უკეთ ახსოვთ სხვადასხვა დეტალი და კაცთან კამათისას ამ უნარს კარგად იყენებენ. მათ კარაგად ახსოვთ „ვინ რა თქვა“, „სად არის დაკარგული ნივთები“ და ა. შ. ქალების ეს უპირატესობა განპირობებულია იმით, რომ მათ კარგად აქვთ განვითარებული ეპიზოდური მეხსიერება. სწორედ ამ უნარის გამო, მეცნიერები აცხადებენ, რომ ქალთან კამათი უშედეგოა.

შვედი მეცნიერების კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ ქალები უკეთ იმახსოვრებენ სახეებს და სუნს.

ექსპერტების ჯგუფმა თავისი დასკვნები 617 კვლევაზე დაყრდნობით შეიმუშავა, რომლებიც 1973-2013 წლებში ჩატარდა. ექსპერიმენტში 1,2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close